ადა მარშანია - დარწმუნებული ვართ, ჩვენი ვიზიტი მოსკოვში სიკეთეს მოუტანს ქვეყანას

16:55 07-12-2019
270

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის ის განცხადება შეაფასა, სადაც პუტინმა ქართველები განოციდში დაადანაშაულა.

„პრინციპში, ზოგადად, ჩვენ მივესალმებით პუტინის განცხადებას, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ და ქართველმა ერმა ძალიან მძიმედ მოისმინა და მიიღო,ეს მისი ასე ვთქვათ, პასაჟი გენოციდზე, ხომ? ცხადია, ჩვენ დავაფიქსირებთ ამას და ვიტყვით, რომ ასე არ მიგვაჩნია ჩვენ საქართველოში და იცით თქვენ, რომ მათ ასე მართლა მიაჩნიათ ოსებს და აფხაზებს, რომ 92-93 წელს პატარა მცირერიცხოვან აფხაზ ხალხს ქართველებმა გაუკეთეს გარკვეული გენოციდი. თქვენ ეს არ გაგიგონიათ არასდროს? უბრალოდ, ჩვენთან არ არის მიღებული ამაზე საუბარი. გენოციდი იყო ქართველი მოსახლეობის აფხაზეთში, მართლა ასე იყო. დედაჩემი მხარე, გუგუშვილები, სუყველა დამიხოცა. 13 ადამიანი, სხვათა შორის, მე არასდროს არ მითქვამს ეს საჯაროდ“- განაცხადა მარშანიამ.

პატრიოტთა ალიანსის წევრებმა მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტზეც ისაუბრეს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მათი შეხვედრები მოსკოვში შედეგიანი იქნება

„პატრიოტთა ალიანსმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩასულიყო მოსკოვში. ჩვენ მოსკოვში უნდა შევხვდეთ ჩვენს კოლეგებს, დეპუტატებს, რომ რამენაირად ეს ამოქმედებული სანქციები საქართველოს წინააღმდეგ შევარბილოთ და საბოლოო ჯამში საერთოდ  მოვახსნევინოთ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ვიზიტი მოსკოვში სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას“- განაცხადა გიორგი ლომიამ დღეს გამართილ ბრიფინგზე.