4 მილიონი ქართველი გავცვალეთ 300 000 აფხაზში - რუსი პოლიტოლოგი

16:17 07-12-2019
12348

რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი ნიკულინმა россия1-ის ტელე ეთერში განაცხადა, რომ რუსეთმა 4 მილიონი ქართველი 300 აფხაზში გაცვალა. ის ამბობს, რომ ქართველებში მეგობრობა და სიყვარული დაკარგეს. თუმცა, აღნიშნავს, რომ საქართველოში ჩამოსული ეთნიკური რუსი ტურისტების მიმართ ქართველებს აგრესია არ აქვთ. პოლიტოლოგი რუსეთის ხელისუფლებას ურჩევს, საქართველოსთან ურთიერთობის დასალაგებლად აფხაზეთიდან დევნილებს თავიანთ სახლებში დაბრუნების საშუალება მიეცეთ. 

„4 მილიონი ქართველი 300 000 აფხაზში გავცვალეთ. თუ რუსეთს  უნდა პოლიტიკური ურთიერთობა დაალაგოს საქართველოსთან, აფხაზეთში დევნილები უნდა დააბრუნოს თავიანთ სახლებში.

თუ რუსეთს უნდა პოლიტიკური ურთიერთობა დალაგდეს საქართველოსთან, უნდა დაუბრუნოს წართმეული ტერიტორიები და დევნილებს მისცეს საშუალება დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.  ჩვენ, რუსებმა, დავკარგეთ ქართველების მეგობრობა და სიყვარული.

მინდა შეამჩნიოთ, რომ ვერსად ვერ ნახავთ და წაიკითხავთ რუსი ტურისტების მიმართ აგრესიზე, რადგან საქართველო იყო, არის და იქნება სტუმართმოყვარე ქვეყანა“ – აცხადებს ნიკული.