ილია მეორე: არიან ადამიანები, რომლებიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში, სინამდვილეში თავის თავში უნდა ნახონ ნაკლი

16:06 07-12-2019
119

მინდა გირჩიოთ ყველას, გიყვარდეთ ერთმანეთი, ოჯახი, მეუღლე, შვილები. ეს დიდი მადლი და ძალაა. არიან ადამიანები, რომლებიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში, სინამდილეში თავის თავში უნდა ნახონ ნაკლი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

„ყოველი ადამიანი გარკვეული მისიით მოდის ამ ქვეყნად. მაქვს წაკითხული ერთი ოჯახის ისტორია: მეუღლე ეხვეწება ქმარს, რომ მინდა უფრო ახლოს ვიყო შენთან, მინდა შენი ერთგული ვიყო და დამიწერე რა ნაკლი მახლავს მე, რა ნაკლი მაქვსო. მთელი ღამე ქმარი ფიქრობდა რა დავწეროო და მთელი ღამე ვერ დაიძინა. დილას ეუბნება, ვერაფერი გამოვნახე შენში ნაკლი, მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარო. მინდა გირჩიოთ ყველას - გიყვარდეთ ერთმანეთი, ოჯახი, მეუღლე, შვილები. ეს დიდი მადლი და ძალაა. არიან ადამიანები, რომლებიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში. სინამდვილეში თავის თავში უნდა ნახონ ნაკლი და თავისი თავიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა გამოსწორება“, - ბრძანა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, დღეს პეტრე-პავლობაა. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში გაიმართა.

მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულებს პეტრეს და პავლეს მათი ღვაწლის გამო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და მათ თავმოციქულებად მოიხსენიებს.