მაშველებმა მამაკაცი ადიდებული მდინარიდან უვნებლად გამოიყვანეს

15:17 07-12-2019
142

იმერეთში, მაშველებმა მამაკაცი ადიდებული მდინარიდან უვნებლად გამოიყვანეს. საგენგებო სიტუაციების მართვეის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი მდინარე რიონში სათევზაოდ შევიდა, რა დროსაც ძლიერმა წვიმამ წყლის დონის მატება გამოიწვია და 46 წლის მოქალაქეს წარმოქმნილი კუნძულიდან გადაადგილების საშუალება აღარ მისცა.

მაშველები ადიდებულ მდინარეში ნავის საშუალებით შევიდნენ და წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მუშაობდა იმერეთის ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.