ჯიბის თარჯიმანი, რომელიც 39 ენაზე საუბარში დაგეხმარებათ (ვიდეო)

15:06 07-12-2019
723

ჯორჯიის შტატში, ადგილობრივმა ბიზნესმენმა შექმნა მცირე ზომის მოწყობილობა, რომელიც უცხოენოვან ადამიანებთან კომუნიაციაში დაგეხმარებათ.

მათთვის, ვინც ბევრს მოგზაურობს ან ხშირად უწევს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ურთიერთობა, ენობრივი ბარიერი ყველაზე მთავარი გამოწვევაა.

სწორედ ამ ბარიერის დასაძლევად შემუშავდა აპლიკაცია, რომელიც 39 ენაზე საუბრის საშუალებას იძლევა. მათ შორის, ინგლისურად, ფრანგულად, ბერძნულად, რუსულად, თურქულად, იტალიურად და ა.შ.

ე.წ. ჯიბის თარჯიმანი სახელად Translaty ორმხრივი თარგმანისთვის არის შექმნილი. მასში ჩამონტაჟებულია ხმის ამომცნობი თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით არჩევს წინადადებებს და 39 ენაზე თარგმნის. მისი დიზაინი ისეა შექმნილი, რომ თავისუფლად შეძლოს ნებისმიერმა მსურველმა ჯიბით ტარება და უცხოენოვან ადამიანებთან კომუნიკაციის მარტივად დამყარება. ამისათვის საჭიროა, რომ მოწყობილობაზე მიუთითოთ ენა, რომელზეც თავად საუბრობთ და ენა, რომელზე გადათარგმნაც გსურთ. ამის შემდეგ, გააკეთებთ სასურველი წინადადების ხმოვან ჩანაწერს, დააჭერთ ღილაკს და Translaty მომენტალურად გადათარგმნის. იგი ასევე გითარგმნით თანამოსაუბრის წინადადებებსაც.

ამ ეტაპზე იმ 39 ენას შორის, რომელზეც აღნიშნულ მოწყობილობას შეუძლია თარგმნა, ქართული არ არის.

ავტორი: მარიამ გიგანი