მოშივდა და დედიკოს ჩავახუტეთ - პედაგოგს გამოცდაზე ახალშობილი შეუყვანეს

14:57 07-12-2019
3482

პროფესიული უნარებში პედაგოგებმა გამოცდა 10-11 ივლისს ჩააბარეს. წელს მასწავლებელთა გამოცდაზე 31500-მდე აპლიკანტია დარეგისტრირებული, აქედან 10 000-ზე მეტი მასწავლებლობის მსურველია.

გარდა იმისა, რომ პედაგოგები თავიანთ გამოცდილებას და ცოდნას კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, ეს გამოცდები სასიამოვნო მომენტებითაც არის დასამახსოვრებელი.

მაგალითად, ქუთაისის #41 საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში პედაგოგი გამოცდის ჩასაბარებლად ახალშობილთან ერთად მივიდა.

ამ ინფორმაციას ქუთაისის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი ეკატერინე როსტიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„გაიცანით ეს პატარა ვაჟკაცი, რომელიც დღეს ქუთაისის N41 საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში პედაგოგების გამოცდაზე გამოსულ დედიკოს მოთმინებით ელოდა მანქანაში. შემდეგ მოშივდა. ჩვენც შევიყვანეთ და ჩავახუტეთ დედიკოს. მიირთვა რძე და მოვიდა ხასიათზე. დედიკომ ტესტრიება გააგრძელა. პატარა გიორგი კი მამიკოს დავუბრუნეთ“, - წერს სოციალურ ქსელში .

„პრაიმტაიმი“ პედაგოგს წარმატებას უსურვებს.