15 წლის გოგონა გარდაცვლილი ბებიის ცხედართან ერთად ცხოვრობდა

14:26 07-12-2019

ტეხასის შტატში 47 წლის ქალი დააკავეს, რომელიც გარდაცვლილი დედის ცხედართან ერთად 3 წელი ცხოვრობდა.

პოლიციამ 47 წლის ქალის სამოთახიან საცხოვრებელ სახლში 71 წლის ქალის ცხედარი იპოვა.

ამავე ბინაში, დედასთან და გარდაცვლილი ბებიის ცხედართან ერთად, 15 წლის გოგონაც ცხოვრობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გარდაცვლილი ბებიის ჩონჩხის ნაწილები ერთ-ერთი საძინებლის იატაკზე აღმოაჩინეს. პოლიციამ დაადგინა, რომ დედა-შვილს მეორე საძინებელში ეძინათ.

სამართალდამცველებმა 47 წლის ტეხასელი ქალი „ბავშვისთვის მიყენებული ზიანის“ ბრალდებით დააკავეს. 15 წლის გოგონა კი ნათესავებთან გადაიყვანეს საცხოვრებლად, სადაც მას ბავშვთა უფლებების დაცვის სამსახური სპეციალურ დახმარებას უწევს.

როგორც ირკვევა, 71 წლის ბებია 2016 წელს, უხეშად დაცემის შედეგად მძიმედ გახდა. მის შვილს იმ დროს არ ჰქონდა დედის სათანადოდ მოვლის საშუალება, რის გამოც მოხუცებული ქალბატონი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

47 წლის ქალს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ავტორი: მარიამ გიგანი