ბავშვის მიერ ქორწილში განხორციელებულ ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა

14:14 07-12-2019
83

ავღანეტში ტერაქტის განსახორციელებლად ბავშვი გამოიყენეს. მოზარდმა ქორწილში თავი აიფეთქა და 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თავდასხმა ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა. აფეთქების დროს დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ბავშვი ტერორისტი პრო-სახელისუფლებო სამხედრო მეთაურზე თავდასხმის განსახორციელებლად გამოიყენეს.

დაჯგუფება თალიბანმა ტერაქტზე პასუხისმგებლობა უარყო. ადგილობრივ პოლიციას რჩება ვარაუდი, რომ თავდასხმის უკან “ისლამური სახელმწიფო“ დგას.

ავტორი: მარიამ გიგანი