უკრაინელმა, რომელმაც მერს “განდონი“ უწოდა, სასამართლოში დაადასტურა, რომ ის ფრანგ მწერალს გულისხმობდა

14:00 07-12-2019
353

უკრაინელმა,  რომელმაც ქალაქის მერს “განდონი“ უწოდა, სასამართლოში დაადასტურა, რომ ის სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის მწერალს გულისხმობდა.

კიევის სააპელაციო სასამართლომ, კიევის ოლქის - ტეტიევის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, რომელმაც ქალაქის მერს „განდონი“ უწოდა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.  წერს გამოცემა Судебный репортер.

ინციდენტი, 2019 წლის აპრილში ქალაქ ტეტიევში, საქალაქო შეკრების დროს მოხდა, სადაც მდინარე როსკას დაბინძურების და თევზის პოპულაციის გაზრდას განიხილავდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა, ქალაქის მერზე მითითებით თქვა, რომ “ასეთი განდონები სიცრუეს წერენ“. 

width=600 

მერმა, ტეტიევსკის რაიონულ სასამართლოს მიმართა. სასამართლომ, ბრალდებული დამნაშავედ ცნო, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით და 51 გრივნათი (2 დოლარზე ნაკლები) დააჯარიმა.

ამის შემდეგ მოპასუხემ, გადაწყვეტილება  სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მან თქვა, რომ სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ფრანგი მწერალი - ივა განდონი იგულისხმა.

width=600 რადგან  მან  მიიჩნია, რომ მისი ოპონენტი, ფრანგი ფანტასტის მსგავსად ფანტასტიკურ და დაუჯერებელ ამბებს ჰყვებოდა. 

სააპელაციო სასამართლომ, მერის შეურაცხყოფის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა და საქმე დახურა. 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე