რეპერი R.Kelly სექს-ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს

12:42 07-12-2019
98

ცნობილი რეპერი R.Kelly ჩიკაგოში დააკავეს. მას სექს-ტრეფიკინგი ედება ბრალად. მომღერლის წინააღმდეგ 13 ბრალდებაა წაყენებული, მათ შორის ბავშვებზე ძალადობის ამსახველი ფოტოების ფლობა და გავრცელება და მართლმსაჯულებისთვის თავის არიდება.

52 წლის რეპერი ნიუ-იორკის პოლიციამ და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. მას უკვე ჰქონდა წაყენებული ბრალი სექსუალური ძალადობის 20 შემთხვევაზე, რაზეც მან თავი უდანაშაულოდ ცნო. იგი ციხიდან გირაოს საფუძველზე გამოვიდა.

ავტორი: მარიამ გიგანი