გოგი წულაიამ ქუთაისში სიმბოლურად გზა დააგო

11:52 07-12-2019
142

ქუთაისში, გაუმართავ საგზაო ინფრასტრუქტურას პარტია „თავისუფალი საქართველო“ აპროტესტებს.

იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, პუშკინის ქუჩაზე, სადაც ტურისტების 90% მოძრაობს, გზა გადათხრილია.

წულაიას თქმით, მას შემდეგ, რაც ბრიფინგი დააანონსა, მერიამ მუშები გაუშვა და სამუშაოები წვიმაში დაიწყო.

„მადლობა სუსს, რომ მისმენენ და ამით მაინც იგებენ, რა პრობლემებია ქალაქში. ქალაქის მერი სულ მივლინენებშია და გიორგი ჭიღვარიას ამრიკაში და ინგლისში არავინ უთხრა გზები რომაა დაზიანებული. ჩვენ რაც დავაანონსეთ სასწრაფოდ, წვიმაში გამოიყვანეს მუშები და დაიწყო ქვაფენილის დაგება, კარგია ასე თუ მაინც აკეთებენ- განაცხადა გოგი წულაიამ.

მან სიმბოლურად გზის დაგებაში თავად მიიღო მონაწილება. ადგილზე იმყოფებოდა მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი, მისი თქმით, არ იცოდა გოგი წულაიას ბრიფინგის შესახებ და სამუშაოები დაგეგმილი იყო. კითხვაზე, რატომ გახდა წვიმაში გზის დაგება აუცილებელი, პასუხობს, რომ ეს გეგმიური სამუშაოა და წვიმა პრობლემას არ ქმნის.

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე