ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

სახალხო დამცველი

პოლიტიკა 1713294136

სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს თბილისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე შეკრების მონიტორინგს.2024 წლის 16 აპრილს 22:00 საათისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, გამოყენებულია ე.წ. წიწაკის სპრეი.საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ამავე დროს ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს.საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს - უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უსაფრთხო გარემოში და ძალის გამოყენების შემთხვევაში დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები“,- აღნიშნულია განცხადებაში. 

შუქი

დედაქალაქი 1713294068

ხვალ შუქი მთელი დღით გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი ქუჩა

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 17 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:გლდანის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I, III, IIIა, IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, ნიკო კეცხოველის, ქერჩის, ხევისპირის, ილია ვეკუას,  ომარ ხიზანიშვილის, გრაფ შულენბურგის, დავით ჯაბიძის, წყაროთუბნის, მწვანე და ლეო კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, ურეკის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ენუქიძის, თვალჭრელიძის, ქიზიყის, რკინიგზის და ბათუმის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II, III, IV, VI, VII კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მერაბ ალექსიძის, ჯურხა ნადირაძის, ანა პოლიტკოვსკაიას, ვაგან მამასახლისოვის, შალვა ნუცუბიძის, ზურაბ ანჯაფარიძის, შავიშვილის, პეტრე ქავთარაძის, ლევან ალექსიძის, უნივერსიტეტის, გამრეკელის, შავგულიძის, თოფურიას და ძოწენიძის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის ქუჩის მოსახლეობას.ჩუღურეთის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, უშანგი ჩხეიძის, დოდო აბაშიძის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ანაკლიის, ახალციხის, ორჯონიკიძის, ჩუბინაშვილის, მარჯანიშვილის, კიტა აბაშიძის, ზურაბ ჭავჭავაძის, გოგი დოლიძის, გიორგი ერისთავის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ჩანჩიბაძის, ივანე ჯავახიშვილის, ნინოშვილის, დავით კლდიაშვილის, ჩიტაიას და სულუხიას ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის, ჩაჩავას, ლუბლიანას, მიხეილ ჭიაურელის და ახმეტელის ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.სხვა სიახლეები:8 ნივთი სახლში, რომლებიც სიცოცხლეს ისე გვისწრაფებენ, ვერც კი ვხვდებითVIDEO: „ნუ მიკონტროლებ ტონს, ძალიან ცუდად დაგელაპარაკები...“ - სალომე უშხვანს და ნიკო ქართველს შორის ურთიერთობა დაიძაბაპირველი ცოლი დუმილს არღვევს - ყოფილი ჩინოვნიკის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 31 წლის ქალის საქმე

aqcia

საზოგადოება 1713293468

პარლამენტთან, ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად, რამდენიმე აქციის მონაწილე დაშავდა, მათ შორის - „კურიერის“ ოპერატორი

პარლამენტის შენობასთან, ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად, აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა, მათ შორის - „კურიერის“ ოპერატორი.დაშავებულ აქციის მონაწილეებს სამედიცინო დახმარებას უწევენ.ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რომლებიც აქციაზე დაშავებულ დემონსტრანტებს პირველად სამედიცინო დახმარებას უტარებენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების 6 ავტომობილია მობილიზებული.სამართალდამცველებმა აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეი რამდენიმე წუთის წინ გამოიყენეს. საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება დაძაბულია.

ფული

რჩევები 1713293405

5 უძლიერესი მაგიური პრაქტიკა ფულის მოსაზიდად, რომელსაც ბევრი მილიონერი იყენებს

ფინანსური კეთილდღეობისა და სიმდიდრის სურვილი მრავალი ადამიანისთვის ყოველთვის აქტუალური საკითხია. თუმცა, შრომისმოყვარეობისა და ფინანსების მართვის უნარის გარდა, არის მეორე მხარეც – ფულის რიტუალები. ეს ჯადოსნური პრაქტიკა შედის მრავალი წარმატებული ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში და შეუძლია დაეხმაროს ფულადი სახსრების მოზიდვაში. გადავხედოთ ხუთ ეფექტურ ტექნიკას, რომელსაც ბევრი მილიონერი ფარულად იყენებს.1. რიტუალები ფულისთვის: ვერცხლი ჭიქაშიფულის მოზიდვის მარტივი, მაგრამ ეფექტური გზაა ვერცხლის ნივთების გამოყენება. ჭიქაში ჩაასხით სუფთა წყალი და მოათავსეთ ვერცხლის მონეტა, ბეჭედი ან სხვა ვერცხლის სამკაული. მოათავსეთ ჭიქა ფანჯრის რაფაზე ღამით. ამ დროს წყალი და ვერცხლი გაჯერებული იქნება წარმატებისა და სიმდიდრის ენერგიით. დილით აიღეთ ნივთი და თან ატარეთ თილისმად კეთილდღეობის მოსაზიდად.2. ბანკნოტი და უსასრულობის სიმბოლოეს რიტუალი ემყარება უსასრულობისა და ფულის სიმბოლიკას. აიღეთ მაღალი ნომინალის კუპიურა და დახაზეთ მასზე უსასრულობის ნიშანი. შემდეგ მოხერხებულად დაჯექი, დახუჭე თვალები და მსუბუქად მოჭმუჭნე ხელში კუპიურა. წარმოიდგინე, როგორ იზრდება თქვენს ხელში ფულის რაოდენობა და მისი წონა შესამჩნევი ხდება. დაე, თქვენი აზრები სავსე იყოს სიუხვით, თითქოს მილიონერი იყოთ შეუზღუდავი შესაძლებლობებით. ამის შემდეგ, წარმოიდგინეთ, როგორ მოადუნეთ ხელები და ფული იფანტება იატაკზე, რაც სიმბოლოა თქვენს ცხოვრებაში ფულადი სიუხვის მოსვლისა.3.  დოლარის რიტუალიგამოიყენეთ ამერიკული ვალუტა ამ რიტუალისთვის. მოათავსეთ ერთი დოლარი საფულეში ან ჯიბეში, მეორე ღამის მაგიდაზე, მესამე სამზარეულოს თაროზე და მეოთხე საძილე უჯრაში. ეს რიტუალი ეფუძნება დოლარებზე გამოსახულ საიდუმლო სიმბოლოებს და ნიშნებს, რომლებიც დაკავშირებულია სიმდიდრის მოზიდვასთან და იღბალთან.4. ფულის ჯადოსნური რიტუალი ცოცხითმიუხედავად მისი სიმარტივისა, ცოცხი შეიძლება გახდეს ფულის მოზიდვის ძლიერი ინსტრუმენტი. მოათავსეთ ცოცხი ოთახის კუთხეში ჯაგარებით მაღლა, რაც სიმბოლურად გამოხატავს მის უნარს თქვენკენ ფულის „გადატანა“.5. დაითვალეთ ფული და თქვით წმინდა ფრაზაგამოიყენეთ ფულის დათვლის მომენტი დადებითი ენერგიის შესაქმნელად. თქვით ფრაზა, როგორიცაა: „ფული წვიმს, ჩემი საფულე ივსება“, ფოკუსირებული სიმრავლეზე და ფინანსური რესურსების შემოდინებაზე.

ძარცვა

სამართალი 1713293372

პარიზში, ქართველი მხატვარი, გიორგი სისაური გაძარცვეს

საფრანგეთში, ახალგაზრდა ქართველი კალიგრაფი და მხატვარი გიორგი სისაური გაძარცვეს. ამის შესახებ სისაურმა სოციალურ ქსელში დაწერა. „მეგობრებო, ისე მოხდა, რომ პარიზში გამძარცვესყველაზე გულდასაწყვეტი მთელი ჩემი ცხოვრების ნაგროვები კალმის წვერების (ე.წ nib) კოლექციაა. პრაქტიკულად უიარაღოდ ვარ დარჩენილი. თუ ვინმეს მოგეპოვებათ, თუ არ იყენებთ ასეთ წვერებს, გთხოვთ გამომეხმაუროთ. ან ვიჩუქებ ან შევიძენ. დიდი მადლობა“, - წერს გიორგი სისაური.