ყალბი აქციზური მარკების გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

09:49 07-12-2019
18

ყალბი აქციზური მარკების გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აჭარის რეგიონში გაასაღა სიგარეტის კოლოფების ნიშანდებისთვის განკუთვნილი ყალბი აქციზური მარკები.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.