ტორპედოს მთავარმა მწვრთნელმა რუსულ კომენტარზე უარი განაცხადა

09:32 07-12-2019

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახურ „ორდაბასს“ ესტუმრა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ქუთაისური გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი პრესკონფერენციაზე რუსულის მაგივრად ქართულად წარსდგა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას ჰკითხა:

-„რატომ საუბრობთ ქართულად? ვიცით, რომ რუსულ ენას კარგად ფლობთ.“

კახა ჩხეტიანი: „ქართული ენა უძველესი და ძალიან ლამაზია. ამიტომ, ყველას უნდა ესმოდეს. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატივს ვცემ მშობლიურ ენას და ამიტომ ვსაუბრობ ქართულად.“