რა რეაქცია ჰქონდა გიორგი გახარიას, როდესაც სტუდიასთან საპროტესტო აქცია დახვდა

00:50 07-12-2019
6364

ტელეკომპანია პირველის გადაცემაში „რეაქცია“ მისულ გახარიას „სირცხვილიას“ მონაწილეების დანახვაზე თავისებური რეაქცია ჰქონდა. საპროტესტო პლაკატებით და საყვირებით დახვედრილ ახალგაზრდებს, კიბეებზე ასულმა მინისტრმა ღიმილით უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქციის დაშლის შემდეგ, დღეს გიორგი გახარიამ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას პირველი სატელევიზიო ინტერვიუ მისცა. გადაცემაში მან განმარტა, რომ გადადგომას არ გეგმავს, რადგან ეს მისი მხრიდან პასუხისმგებლობიდან გაქცევა იქნებოდა.

ნახეთ ვიდეო: