ინციდენტი პარლამენტთან - საქმეში პოლიცია ჩაერთო

23:14 07-11-2019
626

პარლამენტის წინ აქციიის დასასრულს ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეები და ახალგაზრდა მამაკაცი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ტერიტორიაზე უცხო პირი მივიდა, რომელიც მათ უცენზურო სიტყვებით მიმართავდა.

სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ ტერიტორიას გაარიდა.