გადადგეს გახარია და იმავე წუთს ერთ დიდ after party-ს გადავიხდით

22:15 07-11-2019

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა უცვლელი რჩება - ამის შესახებ გადაცემა „რეაქციას” დასრულების შემდეგ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნინო დანელიამ განაცხადა, რომელიც გადაცემის პარალელურად სტუდიასთან გამართულ აქციაში მონაწილეობდა.

“კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ის გახლავთ უპასუხისმგებლო მინისტრი. სირცხვილია ბატონო გახარია, სირცხვილია, რასაც თქვენ აკეთებთ.ჩვენი მოთხოვნები რჩება უცვლელი. გადადგეს გახარია და იმავე წუთს ერთ დიდ afterparty-ს გადავიხდით, დავუბრუნდებით ჩვენს საქმეს, ვიმუშავებთ, ვისწავლით”, - აღნიშნა ნინო დანელიამ.

შეგახსენებთ, აქციის დაშლიდან ამ დრომდე გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება. ამ დროის განმავლობაში მოთხოვნა უცვლელია, გადადგეს გიორგი გახარია. თუმცა თავად მინისტრი ამბობს, რომ გადადგომა არის ყველაზე მარტივი გზა და პასუხისმგებლობიდან გაქცევა.