ნინო დანელიას პასუხი შს მინისტრს - გახარიას არ ესმის მინისტრის პასუხისმგებლობა რა არის

20:50 07-11-2019
49

გახარიას არ ესმის მინისტრის პასუხისმგებლობა რა არის, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს - ასე ეხმაურება ჟურნალისტი ნინო დანელია შს მინისტრის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ წასვლა არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა. 

„გახარიას არ ესმის მინისტრის პასუხისმგებლობა რა არის, მთავარი ამბავი არის ეს. როგორც ჩანს მას არ ესმის რა არის პასუხისმგებლობა. მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს. თუ უნდა მას რომ შეინარჩუნოს სახე და  მმართველ გუნდსაც შეუნარჩუნოს სახე. მას საერთოდ არ ესმის რას ნიშნავს პასუხისმგებლობა და დიდი სიამოვნებით შემიძლია ვამეცადინო, მხოლოდ მას შემდეგ როდესაც გადადგება თანამდებობიდან“ - აცხადებს ნინო დანელია.

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ წასვლა არის პასუხიმგებლობიდან გაქცევა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერვიუ სტუდიის შენობასთან აქცია „სირცხვილიას“ ფონზე მიმდინარეობს.