დატოვა თუ არა სინამდვილეში ქუცნაშვიმა დეპუტატის მანდატი

19:46 07-11-2019
198

სოციალურ ქსელში ლეიბორისტი ლაშა ჩხარტიშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზაქარია ქუცნაშვილს სინამდვილეში დეპუტატის მანდატი არ დაუტოვებია.

„მატყუარაა ჩხარტიშვილი“, - ამბობს ამის საპაუხოდ ქუცნაშვილი „პრაიმტაიმთან საუბრისას.

„მე 9 ივლისამდე მქონდა დრო, რომ უკან გამომეხმო ჩემი განცხადება მანდატის დატოვების თაობაზე. თუმცა მე ეს არ გამიკეთებია. ახლა პროცედურული საკითხები დარჩა. თუ არ ვცდები, 9 ივლისის შემდეგ კომიტეტს ორკვირიანი ვადა აქვს, რომ გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, როცა დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მოქმედებამ (ის პარლამენტში თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა) საყოველთაო პროტესტი გამოიწვია და მომიტინგეების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცსაშუალებები გამოიყენა, ქუცნაშვილმა, როგორც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ერთ-ერთმა მასპინძელმა, დეპუტატის მანდატი დატოვა.