თბილისის მერიას 2016 წელს გათავისუფლებული 12 დირექტორისთვის კომპენსაციის სახით 24-24 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა

17:41 07-11-2019
34

საქალაქო სასამართლომ 2016 წელს განთავისუფლებული საბავშვო ბაღების 12 დირექტორის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლე ირაკლი კოპალიანის გადაწყვეტილებით, თბილისის მერიას თითოეული განთავისუფლებული დირექტორისთვის კომპენსაციის სახით 24 ათასი ლარის გადახდა დაევალა. რაც შეეხება თანამდებობაზე აღდგენას, ამ ნაწილში ყოფილი დირექტორების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

დირექტორები თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.

12 საბავშვო ბაღის დირექტორი მერიის შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე 2016 წლის მარტში გაათავისუფლეს.