19 წლის ბიჭმა ჰომოფობიის ნიადაგზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

17:32 07-11-2019
1198

ინდოეთის ქალაქ ჩენაიში 19 წლის ბიჭმა, რომელსაც სექსუალური ორიენტაციის გამო დასცინოდნენ, თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე, ავინშუ პატელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

„ყველამ იცის, რომ ბიჭი ვარ. თუმცა ჩემი სიარულის მანერა, აზროვნება და საუბარი გოგოსას ჰგავს. ინდოელ ხალხს კი ეს არ მოსწონს. ამიტომაც ვიკლავ თავს. გთხოვთ, ნუ დაადანაშაულებთ ჩემს ოჯახს. დაეხმარეთ მას. ჩვენ ღარიბები ვართ. მიყვარს დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი და. მადლობას ვუხდი მათ ჩემი მხარდაჭერისთვის. ჩემი ბრალი არ არის, რომ გეი დავიბადე.“

ეს პოსტი ავინშუმ 2 ივლისს, ღამის 10 საათზე გამოაქვეყნა, შემდეგ კი ტელეფონი გათიშა. მისი ცხედარი მეორე დღეს სანაპიროზე ადგილობრივებმა იპოვეს. ინფორმაციას ინდური გამოცემები ავრცელებენ. 

გამოძიების წინასწარი ვერსიით, 19 წლის ბიჭმა თავი მოიწამლა. პოლიცია ცდილობს დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი ავინშუს მისამართით სიტყვიერ, ფიზიკურ შეურაცხყოფებსა თუ მუქარას.