საქართველოს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი 200 000$ ოდენობის გრანტით დაეხმარება

16:45 07-11-2019

საქართველოს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი 200 000$ ოდენობის გრანტით დაეხმარება. ამის შესახებ ამერიკის საელჩო საქართველოში Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

„იმისათვის, რომ საქართველო მეტად კონკურენტუნარიანი იყოს ახალ საექსპორტო ბაზრებზე, მას სჭირდება ევროკავშირის რეგულაციების წარმატებით ათვისება. 
მოხარული ვართ, რომ ამ პროცესის სწრაფად და ეფექტურად გავლაში საქართველოს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი $200 000 დოლარამდე ოდენობის გრანტით დაეხმარება. საგრანტო კონკურსი ღიაა საქართველოში მოღვაწე ორგანიზაციებისათვის.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://go.usa.gov/xyN8r“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.