რუსეთში თბოელექტროსადგურთან ხანძარია - არის მსხვერპლი

16:40 07-11-2019
46

მოსკოვთან მდებარე თბოელექტროსადგურთან ახლოს გაჩენილ ხანძარს დაცვის თანამშრომელი ქალი ემსხვერპლა. ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.

ხანძრის შედეგად 13 ადამიანია დაშავებული, ერთ-ერთი მათგანი ვერტმფრენით პოდოლსკის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, დანარჩენს კი სასწრაფო დახმარება ადგილზე გაუწიეს.