პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის ინტერპრეტაციის შემდეგ, ეროვნულ ბიბლიოთეკაში კარტოგრაფიის მუზეუმ-კაბინეტი გაიხსნება

16:02 07-11-2019

ეროვნულ ბიბლიოთეკაში კარტოგრაფიის მუზეუმ-კაბინეტი გაიხსნება, სადაც საუკუნეების განმავლობაში შექმნილი საქართველოს რუკები იქნება გამოფენილი. 

ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს.

„ეროვნული ბიბლიოთეკა პუტინის ინტერპრეტაციის კვალდაკვალ გახსნის კაბინეტს. წარმოდგენილი იქნება საქართველოს რუკები - მათ შორის პირდაპირ თუ ირიბად რუსეთის მიერ დადასტურებული. ამ კაბინეტში მოვიწვევთ ელჩებს საქართველოში და მოვიყვანთ ყველა უცხოელ სტუმარს. ამავდროულად შეიქმნება კაბინეტის ელექტრონული ვერსიაც“, - წერს კეკელიძე.

9 ივლისს ვლადიმერ პუტინმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ არ სურს საქართველოს დაუწესოს სანქციები, თუმცა მანამდე საქართველოს ისტორიის მოყოლა დაიწყო, რომელიც აბსოლუტურ სიმართლეს არ შეესაბემბოდა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას საქართველოში, საზოგადოების დიდმა ნაწილმა, მათ შორის, ისტორიკოსებმა, უკვე უწოდეს ისტორიის გადაწერის მცდელობა.