სოფი ლორენი დიდ ეკრანს უბრუნდება

16:01 07-11-2019

ლეგენდარული იტალიელი მსახიობი სოფია ლორენი ეკრანს უბრუნდება. ის შვილის, ედოარდო პონტის ფილმში, მადამ როზას როლს ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას Variety ავრცელებს.

ფილმი რომან გარის რომანს La vie devant soi-ს დაეყრდნობა და The Life Ahead ერქმევა. როზა ჰოლოკოსტს გადარჩენილი ქალია, რომელიც სენეგალელ იმიგრანტთან, 12 წლის მომოსთან დედა-შვილური ურთიერთობა ჩამოუყალიბდება.

რომანი ერთხელ უკვე გახდა კინოადაპტაციის შთაგონების წყარო. ისრაელელმა რეჟისორმა მოშე მიზრაჰიმ 1977 წელს ქალბატონი როზა გადაიღო, სადაც მთავარ როლს სიმონა სინიორე ასრულებდა. ფილმმა 1978 წელს ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კაგეტორიაში გაიმარჯვა.

პონტის თქმით, მისი ვერსია განსხვავებული იქნება. ფილმის გადაღებები იტალიაში უკვე დაწყებულია. როგორც ცნობილია ლორენს დღეში ათისაათიანი გადაღებებით აქვს.

წინასწარი ინფორმაციით, ფილმი 2020 წლის მარტში გამოვა.