საქართველო, როგორც სახელმწიფო, უკვე აღარ არსებობს - სერგეი გავრილოვი

15:38 07-11-2019
521

„არანაირი ბოდიში არც რუსეთს და არც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში შემავალი სხვა ქვეყნების დელეგაციებს საქართველოსგან არ მიუღიათ“, - განაცხადა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარემ და რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

დუმის დეპუტატმა აღშფოთება გამოხატა „საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობით“ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო დელეგაციების წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაციის დროს. 

გავრილოვის თქმით, „როგორც ჩანს, საქართველო, როგორც სახელმწიფო, უკვე აღარ არსებობს, ის არის სათამაშო მანიპულაციისთვის“. 

სერგეი გავრილოვი არის ასევე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი. მის ამ თანამდებობას უკავშირდება თბილისში, 20 ივნისს მომხდარი ინცინდენტი, როდესაც იგი ასოციაციის კონგრესზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა.

ამ ფაქტის გამო გამოწვეულ საზოგადოებრივ მღელვარებას სახელმწიფომ საპროტესტო აქციის ძალისმიერი დაშლით უპასუხა. 20-21 ივნისის ღამეს საქართველოში გავრილოვის ღამედ მოიხსენიებენ.