მაია კაჭკაჭიშვილი - ხელოვანებს ისევე სჭირდებათ სტაბილური ანაზღაურება, როგორც რიგით მოქალაქს, რომელიც დადის ოფისში და თვის ბოლოს იღებს ხელფასს

15:00 07-11-2019
135

მუსიკოსი მაია კაჭკაჭიშვილი საზოგადოებაში საავტორო უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე საუბრობს.

- რატომღაც ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის უმეტესობას არ სურს გაიაზროს, რამდენად დიდია მუსიკოსის შრომა და რომ მუსიკოსების შრომითი უფლებებიც ჩვეულებრივი უფლებებია, რომელსაც დაცვა სჭირდება. ხელოვანს თუ არ ექნება შესაბამისი ანაზღაურება და ჰონორარი, ძალიან გაუჭირდება მუშაობა. ის უბრალოდ თავს ვერ იგრძნობს რეალიზებულად და ვეღარ შექმნის რაიმე ახალს. საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი, ამ სფეროს განვითარებას შეუშლის ხელს.

როდესაც მეგობრები იკრიბებიან, რესოტრანში მიდიან სასიამოვნო დროის გასატარებლად და ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით ჩართულ მუსიკაზე ერთობიან, ბევრი ვერ აცნობიერებს, რამხელა შრომაა იმ ერთ მუსიკლაური ნომერში ჩადებული. ჩვენ, მუსიკოსები, ღამეებს ვათენებთ, რომ ნომერი შედგეს. გარდა ამისა, დღეს უამრავი ნაწარმოები იქმნება, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ჰიტდება. ესეც არ ხდება შემთხვევით, ამას სჭირდება ინტელექტი, დიდი შრომა, მონდომება, ბევრი დეტალის გათვლა.

- თქვენი შეფასებით, რამდენად ეფექტური მეთოდებით ხორციელდება საავტორო უფლებების დაცვა?

- მე პირადად, ყურადღება არც აქამდე არსებული ასოციაციისგან მაკლდა, თუმცა 4 თვის წინ გადავწყვიტე ახალ ასოციაციაში GERA-ში გავწევრიანებულიყავი და კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით. პირველ რიგში იქ უკვე გაწევრიანებულები არიან ჩემი მეგობრები და ეს ჩემთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო. გარდა ამისა, ჩემთვის ძალიან კომფორტულია გადახდის სისტემა, აქამდე კვარტალში ერთხელ ვიღებდი ჰონორარს, ახლა კი ყოველ თვეში. ასეთი სტაბილურობა ყველასთთვის მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია ისიც, რომ GERA მიმართავს ინოვაციურ და თანამედროვე ტექნოლოგიას, რაც საავტორო უფლებების დაცვას უფრო ეფექტურს და რაც მთავარია ობიექტურს ხდის. ერთი სიტყვით, ეს სფერო აშკარად განვითარების გზაზე დადგა.

(R)