სტიქია ასპინძაში - 10-წუთიანმა სეტყვამ ბოსტნეული და ხეხილი გაანადგურა (ფოტო)

14:45 07-11-2019
138

დაბა ასპინძა დაისეტყვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სრულად განადგურდა ხილი და ბოსტნეული. სეტყვა დაახლოებით, 10 წუთი გაგრძელდა.

„კიტრის, პომიდვრის ნერგები გაანადგურა, ყურძენი, კაკალი, თუთა, ქლიავი და ყველა ხილი ძირს ჩამოიღო“, - გვითხრეს ასპინძაში.

„ხორბალი ასაღები მქონდა, თუთა დასარხევი. ყველაფერი გამიფუჭა, ბოსტანი ძირს დააწვინა“, - ამბობენ ადგილობრივები.width=713

ადგილობრივ ხელისუფლებაში ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, რა მდგომარეობაა სოფლებში.

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე