სუსი აფხაზეთში უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად მუშაობს

14:19 07-11-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების ბეგლარ წილოსანის და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილის უკანონო დაკავების ფაქტს.

როგორც უწყებაში „პრაიმტაიმ“ უთხრეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების ბეგლარ წილოსანის და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილის უკანონო დაკავების ფაქტს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ჩართულობის შედეგად, თინათინ წილოსანი უკვე იმყოფება საკუთარ ოჯახში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამჟამად, ბეგლარ წილოსანის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, გააქტიურებულია ,,ცხელი ხაზი და ინფორმირებულია საერთაშორისო ორგანიზაციები,“ - ამბობენ სუსში.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ახალ ათონში დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული ბეგლარ წილოსანი, რომელმაც, ამავე ინფორმაციით, არასრულწოვან ქალიშვილთან ერთად ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

ავტორი: თეა შონია