ვინ დაუპროექტა ქეთა თოფურიას ახალი სახლი - „ახლა მორჩნენ სახლის რემონტს, ისეთი სილამაზეა...“

13:40 07-11-2019

ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში ქეთა თოფურიას სახლის ფრაგმენტის ფოტოს აქვეყნებს წარწერით - ისეთი ლამაზი სახლი აქვს ქეთას, როგორიც თვითონ არის !

როგორც ნატომ გვითხრა, წყნეთში ქეთას ახლო ნათესავებმა დაუპროექტეს სახლი. მომღერალმა ცოტა ხნის წინ ქალიშვილს სწორედ ახლადაშენებული სახლის დიდ და ლამაზ ეზოში გადაუხადა დაბადების დღე. 

ნატო დუმბაძე: - ახლა მორჩნენ სახლის მთლიან რემონტს, ერთი თვეა. ისეთი სილამაზეა, ისეთი... დიდი ეზო აქვს, აუზით. ქეთა იყო ჩამოსული. ახლა მისი ქალიშვილი და დედა - ოლივია და ნატა ისვენებენ წყენთის ამ სახლში. როგორც კი აიღებს შვებულებას, ქეთაც ჩამოვა. 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე