ახალ ათონში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

13:13 07-11-2019
33

აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ახალ ათონში, საქართველოს მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული ბეგლარ შაქროს ძე წილოსანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„დაკავებისას გაირკვა, რომ საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვან, 2015 წელს დაბადებულ ქალიშვილთან ერთად, ცდილობდა უკანონოდ გადაელახა აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვარი, გალის რაიონის სოფელ საბერიოსთან. გოგონას ასაკის და ჟენევის დისკუსიის ფორმატის გათვალისწინებით, ის ევროკავშირის სამშვიდობო მისიის თანდასწრებით, ენგურის ხიდზე დედას თამარ გოგსაძეს გადასცეს. დაკავებული მამაკაცი კი გალის იზოლატორში მოათავსეს“, - ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქემ საზღვარი გალის რაიონ სოფელ საბერიოდან გადაკვეთა.

 

ავტორი: თეა შონია