ირანულმა ხომალდებმა ბრიტანული ნავთობტანკერის დაკავება სცადეს

12:50 07-11-2019
16

სპარსეთის ყურესთან, ირანულმა ხომალდებმა, ბრიტანეთის ნავთობტანკერის ბლოკირება და მისი დაკავება სცადეს.

ნავთობტანკერს თან ახლდა რაკეტებით აღწურვილი სამეფო ფლოტის სამხედრო ხომალდი, რომელმაც ირანულ მხარეს გაფრთხილება გაუგზავნა და კურსი შეაცვლევინა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხომალდები ირანის ისლამურ რევოლუციურ გუშაგთა კორპუსს ეკუთვნის.

ბრიტანული მხარე აცხადებს, რომ ირანული ხომალდების ქცევასაერთაშორისო კანონებს ეწინააღმდეგება“.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის გიბრალტარის ხელისუფლებამ ირანული ტანკერი დააკავა, რომელსაც სირიაში ნავთობი გადაჰქონდა. ოფიციალური თეირანი სწორედ მაშინ დაიმუქრა, რომ ამაზე ბრიტანეთი პასუხს აგებდა. თუმცა ბრიტანული ნავთობტანკერის დაპყრობის მცდელობას ირანი უარყოფს.

ავტორი: მარიამ გიგანი