„ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკუული რომანის პრეზენტაცია გაიმართა (ფოტოები)

12:19 07-11-2019
45

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გუშინ დავით მაჭავარიანის და „სულაკაურის გამომცემლობის“ ერთობლივ საეტაპო პროექტი - „ვეფხისტყაოსანი“ წარადგინეს. 

10 ივლისიდან 17 ივლისამდე, მუზეუმის დროებითი გამოფენების დარბაზში გაიხსნა არტისტის სოლო გამოფენა და გაიმართა გრაფიკული რომანის პრეზენტაცია, რომელსაც დავით მაჭავარიანი 3 წლის განმავლობაში ქმნიდა. 

„გრაფიკული რომანი „ვეფხისტყაოსანი“ ის წიგნია, რომელიც მსოფლიო ლიტერატურული რენესანსის შედევრს ახალ სიცოცხლეს შესძენს და  რუსთაველის პოემას მე-12 საუკუნიდან 21-საუკუნის თანამედროვე სამყაროში გააცოცხლებს“, - აცხადებენ გამოფენის ორგანიზატორები.

„ვეფხისტყაოსნის“ კომიქსიდან რამდენიმე ფოტო სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა.

ფოტოები: მარიამ შავგულიძე