საქართველოსა და უნგრეთს შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა

11:43 07-11-2019
28

ბათუმში მიმდინარე კონფერენციისსაქართველოს ევროპული გზაფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებასა და უნგრეთის მთავრობას შორის,საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მოაწერა, ხოლო უნგრეთის მხრიდან ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ.

კონფერენციის ფარგლებში ასევე უნგრული ენისა და  კულტურების შესახებ სწავლების შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმებას ხელი საქართველოს მხრიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძემ ,უნგრეთის მხრიდან კი ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტომ მოაწერეს.

ხელი მოეწერა საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიასა და უნგრეთის საელჩოს შორის სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით დახმარებების შეთანხმებას, ხელმომწერები საპატრიარქოს მხრიდან სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დეკანოზი ნიკოლოზ გვარლიანი და უნგრეთის მხრიდან პიტერ სიარტო არიან. ხელი მოეწერა საქართველოს საპარტნიორო ფონდსა და უნგრეთის ექსპორტ-იმპორტ ბანკ შორის ურთერთობების მემორანდუმს, საქართველოს მხრიდან ხელმომწერი საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე იყო,ხოლო უნგრეთის მხრიდან ექსპორტ-იმპორტ ბანკის წარმომადგენელი რობერტ გრილიოვი.