რუსთავში დაკარგული 4 წლის გოგო აფხაზეთში იპოვეს

10:40 07-11-2019
3252

რუსთავში დაკარგული 4 წლის გოგონა პოლიციამ ოჯახს დაუბრუნა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგო მამამ აფხაზეთში გადაიყვანა.

დეტალების გასარკვევად „პრაიმტაიმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცახდებენ, ბავშვი ოჯახს უვნებელი დაუბრუნდა.

„შეტყობინების შემოსვლის შემდეგ ამოქმედდა ცხელი ხაზი და შსს-მ სუსთან ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად ბავშვი უვნებლად დაუბრუნდა მშობელს“, - განაცხადეს შსს-ში.

დაკარგული ბავშვის სამძებრო სამუშაოებს პოლიცია 8 დღის განმავლობაში აწარმოებდა.