მელომანების ოჯახმა ექოსოკოპიაზე შეიტყო, რომ პატარა როკერი ეყოლებოდათ

00:03 07-11-2019
8

ინგლისელმა წყვილმა - ჯოდი ლიმ და დევი ლენგჰემმა თავიდანვე იცოდნენ, რომ მათი შვილი როკერი იქნებოდა. ოღონ ამას მისი მუცლად ყოფნის დროს მიხვდნენ. ისინი ბავშვს დაბადებამდე ასმენინებდნენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას. როცა ფეხმძიმობის 24-ე კვირაზე მშობლები ექოსკოპიაზე მივიდნენ, მიხვდენ, რომ ბავშვს უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა თავისი მუსიკალური გემოვნება. მათ ისტორიაზე The Sun-ი წერს.

პატარა ექსოკოპიაზე არ აჩვენებდა სახეს და ჯოდიმ თხოვა - შეგიძლია გვანიშნო, რომ ყველაფერი რიგზე გაქვს?“. ბავშვმა ასწია ხელი და თითების ჟესტით როკისთვის ცნობილი „რქები“ აჩვენა.

„როგორც კი ეს დავინახეთ, ვიფიქრეთ, რომ სამყაროში ამაზე უკეთესი რამ არ არსებობს. მან თავისი სიყვარული მუსიკის მიმართ მაშინ გამოხატა, როცა სამყაროს არც კი იყო მოვლენილი. ახლა ის ჩვენი პატარა როკერია“, - ამბობენ მშობლები.

ახლა გოგონა უკვე 18 თვისაა და მამასთან ერთად ხშირად ცეკვავს. ჯოდი ამბობს, რომ მისი შვილი გაგიჟებულია მუსიკაზე.