საბჭოეთის ბელადების შვილები, რომლებიც გაიქცნენ და აშშ-ის მოქალაქეები გახდნენ

21:54 07-10-2019
5175

20 წლის წინ, 1999 წელს, ნიკიტა ხრუშოვის ვაჟმა აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო. ის იმ ქვეყნის მოქალაქე გახდა, რომელთანაც მამამისს შეურიგებელი ომი ჰქონდა გამოცხადებული. თუმცა ის არ არის გამონაკლისი. ამ სტატიაში იხილავთ საბჭოთა გენმდივნების ოჯახის წევრების ისტორიებს, რომლებიც ახლა ამაყად ამბობენ, რომ ამერიკელები არიან.

 

სტალინის შვილიშვილი

width=600

იოსებ სტალინი დღემდე ყველაზე საკამათო მმართველია საბჭოეთის ისტორიაში. მისი მმართველობის დროს განხორციელდა მასშტაბური ინდუსტრიალიზაცია და ტრაგიკული კოლექტივიზაცია. სტალინის დროს იყო ტერორი და ასევე დიდი სამამულო ომის გამარჯვება.

ის 1953 წელს გარდაიცვალა. 1966 წელს კი მისი ქალიშვილი სვეტლანა, ინდოეთში ვიზიტის დროს, ამერიკის საელჩოში მივიდა და თავშესაფარი მოითხოვა. ის საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, მიიღო მოქალაქეობა და სვეტლანა ალილუევას ნაცვლად, ლანა პიტერსი გახდა. ის ცოლადაც ამერიკელს გაჰყვა. მათ შეეძინათ ქალიშვილი, კრის ევანსი.

width=600

ის ახლა 48 წლისაა - 14 პირსინგი აქვს, არაერთი ტატუ და პანკ-ჯგუფის სოლისტის ქცევები. კრისმა არ იცის რუსული და საეჭვოა იცოდეს ბაბუას დამსახურებების შესახებ შორეულ ქვეყანაში.

თუმცა, სტალინს სხვა შვილიშვილებიც ჰყავს, სვეტლანა ალილუევას უფროსი ქალ-ვაჟი, რომლებიც დედის წასვლის შემდეგ, რუსეთში დარნენ.

 

ხრუშოვის ვაჟი

width=600

ნიკიტა ხრუშოვის მმართველობის დრო თანამედროვე ხელოვნებისა და ხელოვანების დევნით იყო გამორჩეული. ამ დროს გაფრინდა კოსმოსში იური გაგარინი, მოხდა კარიბის კრიზისი და აშენდა „ხრუშოვკები“ - საბჭოთა მოქალაქეების საკუთარი ბინები.

სერგეი ხრუშოვი ნიკიტას მეორე შვილია (ხუთიდან). საბჭოთა კავშირში ის რაკეტთმშენებლობაზე სწავლობდა, მეცნიერებას მისდევდა, სოციალისტური შრომის გმირიც გახდა. მაგრამ 1991 წელს აშშ-ში წავიდა და კითხულობდა ლექციებს ცივი ომის შესახებ. სამუშაო პირობები ხელსაყრელი იყო და ამიტომაც, დარჩენა გადაწყვიტა. 1999 წელს ის ამერიკის მოქალაქე გახდა. ახლა ის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პროფესორია და ქალაქ პროვიდენსში ცხოვრობს.

 

ბრეჟნევის ძმისშვილი

width=600

ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობა საბჭოთა კომუნიზმის ოქროს ხანა იყო - სტაბილური ფასები, კმაყოფილი მოსახლეობა. მაგრამ იყო ეკონომიკური გამყინვარება, იყო პრაღის გაზაფხული და ავღანეთში საბჭოთა ჯარების შესვლა.

მისი შვილები რუსეთში დარჩნენ, თუმცა მისმა ორმა შვილთაშვილმა ბრიტანეთში ოქსფორდი დაამთავრეს და ერთ-ერთი ბრიტანეთშივე დარჩა საცხოვრებლად.

რაც შეეხება მის ძმისშვილს, ლუბოვ ბრეჟნევას, პირველივე შესაძლებლობისთანავე, 1990 წელს ის აშშ-ში გადავიდა, 9 წლის შემდეგ კი გამოსცა მემუარები „ბრეჟნევის ძმისშვილი“.

 

გორბაჩოვის ქალიშვილი

width=600

მიხეილ გორბაჩოვის დროს არსებობდა მშრალი კანონი და საჯაროობა. სწორედ მაშინ დაიწყო გარდაქმნები, ე.წ. „პერესტროიკა“ და დასრულდა საბჭოთა კავშირი. ის საბჭოთა კავშირის პირველი და ერთადერთი პრეზიდენტია და უკანასკნელია სოციალისტური ქვეყნის ცოცხალი ლიდერებიდან.

მისმა ქალიშვილმა, ირინა ვირგანსკაიამ საბჭოეთში სამედიცინოზე ისწავლა. ეწეოდა მეცნიერულ საქმიანობას. ამჟამად ის სან-ფრანცისკოში ცხოვრობს, სადაც „გორბაჩოვ-ფონდის“ სათაო ოფისი მდებარეობს და იქ ის ვიცე-პრეზიდენტია. ის რუსეთში საცხოვრებლად დაბრუნებას არ გეგმავს, თუმცა იქ მისი ქალიშვილი და შვილიშვილი ცხოვრობენ.

 

 

წყარო: Life