აჭარის ტელევიზიას დირექტორი ისევ არ ეყოლება

20:25 07-10-2019
11

დღეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო, ტელევიზიის დირექტორს ირჩევდა, თუმცა აჭარის ტელევიზიას დირექტორი ისევ არ ეყოლება.

მეორე კონკურსიც უშედეგოდ დასრულდა.

ორი ხმა მიიღო თინათინ ცისკარაძემ,  საბჭოს ორმა წევრმა კი ისევ მერაბ წულიკიძეს დაუჭირა მხარი. არჩევისთვის ერთ კანდიდატს ბორდის 3 წევრის ხმა უნდა მიეღო.

​მესამე ბიულეტენზე ეწერა -  მაუწყებლის ყოფილი დირექტორის სახელი და გვარი - „ნათია კაპანაძე“.  კანონმდებლობის შესაბამისად, კენჭისყრა ფარული იყო. 

 

ავტორი: თეონა აბესაძე