„ამიტომ, დავხატე მამაკაცები“, - კაცების სამაიას ავტორი ნინო სუხიშვილის წინააღმდეგ

19:35 07-10-2019
1112

ქუთაისელმა მხატვარმა და სამოქალაქო აქტივისტმა ლია უკლებამ კაცებს სამაიას სამოსი ჩააცვა.

როგორც მხატვარი „პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც ნინო სუხიშვილმა თქვა, რომ ანსამბლში „გეი“ მოცეკვავე არ არსებობს.

„ეს გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც ანსამბლმა სუხიშვილებმა განცხადება გააკეთეს, კონკრეტულად კი ნინო სუხიშვილმა, რომელმაც თქვა, რომ ანსამბლში არ არსებობს „გეი“ მოცეკვავე. მისი ეს განცხადება ცოტა გაუგებარი და გამაღიზიანებელი იყო. სწორედ ამიტომ, დავხატე მამაკაცები, რომლებიც ასრულებენ „სამაიას ცეკვას“. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება თავი იგრძნოს კომფორტულად იმ იდენტობაში, რომელი იდენტობაც მისთვის კომფორტული და მისაღებია. - განაცხადა მხატვარმა ლია უკლებმა

„კაცები ცეკვავენ სამაიას“ - ასე დაასათაურა მხატვარმა მისი ახალი ნამუშევარი.

ცნობისვის, ფილმის „და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორმა, ლევან აკინმა გამოცემა The Guardian-თან განაცხადა, რომ ანსამბლ „სუხიშვილების“ ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა „ფილმს პრობლემები შეუქმნა“, „ფილმიდან მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ვეღარასდროს იცეკვებდნენ“.

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე