ტრაილერის გადაბრუნების შედეგად მძღოლი დაიღუპა

18:31 07-10-2019
1350

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტრაილერი გადაბრუნდა. მაშველებმა მძღოლის ამოყვანა შეძლეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მაშველები და მოქალაქეები, დაზიანებული სატვირთო ავტომანქანიდან მის გამოყვანას ცდილობდნენ. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ, რის შემდეგაც ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტო: აჭარის მაუწყებელი