მეცნიერების საგანგაშო დასკვნა - რას მოასწავებს ფუტკრების გაუჩინარება დედამიწაზე

18:17 07-10-2019
2819

ალბერტ აინშტაინის ვარაუდის მიხედვით, ფუტკრების სრული გაუჩინარების შემდეგ, კაცობრიობა მხოლოდ ოთხი წელიწადი იცხოვრებს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სცენარი საკმაოდ მარტივია - მცენარეთა ფუტკრისმიერი დამტვერვა არ მოხდება, რაც გამოიწვევს მათ განადგურებას.ასევე, განადგურდებიან ცხოველები, რის შემდეგაც ხალხი უდაბნოში შიმშილით დაიღუპება.

width=600

როგორც ბულგარელი წინასწარმეტყველი ვანგა ამბობდა, შრომისმოყვარე მწერები, მთელს მსოფლიოში განადგურდება. 

„ფუტკრები კვდებიან. მასიურად იხოცებიან - ამის შესახებ ინფორმაციები, მთელს მსოფლიოში გავრცელდება. 

width=600

ამჟამინდელი ბიოლოგიური კატასტროფა,  გუშინ არ დაწყებულა და მოულოდნელი არ არის. ეს უკვე 13 წელია გრძელდება. ის ფაქტი, რომ ფუტკრების რაოდენობა შემცირდა, მეცნიერებმა 2006 წელს აღიარეს. შემდეგ, პირველი სამეცნიერო ნაშრომები გამოჩნდა საგანგაშო სტატისტიკით, რომლებიც თითქმის ორჯერ შეიმჩნეოდა - 50 წლის განმავლობაში, მსოფლიოში ფუტკრის კოლონების შემცირება. ამავე დროს, საშუალოდ, უკვე არსებული ფუტკრების 10 პროცენტი, ერთ ჰექტარზე მუშაობდა. ახლა სიტუაცია მხოლოდ გაუარესდა. ამრიგად, მეცნიერებმა დაიწყეს საუბარი გარემოსდაცვითი კატასტროფის შესახებ და მისტიკურად მოაზროვნე მოქალაქეებმა ვანგა და ალბერტ აინშტაინიც კი გაიხსენეს.

width=600

ბულგარელმა წინასწარმეტყველმა ვანგამ, ფუტკრის მასობრივი განადგურების დაწყება, 2004 წლიდან იწინასწარმეტყველა. 

შემდგომ უკვე საშიში სამეცნიერო-პროგნოზი გამოაქვეყნეს: თუ ფუტკარი, კვლავ მიმდინარე ტემპით განადგურდება, 2035 წლისთვის ისინი საერთოდ გაქრება. და მაშინ შეიძლება მოსალოდნელი იყოს, რომ ალბერტ აინშტაინის წინასწარმეტყველება შესრულდეს, რომელიც წინა საუკუნის 40-იან წლებში იწინასწარმეტყველა: - „როცა ყველა ფუტკარი განადგურდება, 4 წლის შემდეგ არც ადამიანის ცივილიზაცია არ იარსებებს. ეს არ არის მხოლოდ თაფლის საკითხი - აღარ იქნება არავითარი მცენარეები, მათ შორის ხილი, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანებისა და ცხოველების სიცოცხლეს“ - ამბობდა აინშტაინი.   

width=600

ამგვარად, 2039 წელი - მორიგი აპოკალიფსის თარიღია. თუ არ გადავარჩენთ ფუტკარს, სულ რაღაც 20 წელი დარჩა.  

ავტორი: რუსა ღვანიძე