გადაბრუნებული ტრაილერიდან მაშველები მძღოლის გამოყვანას ცდილობენ

18:11 07-10-2019
135

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ავარიის დროს ტრაილერი გადაბრუნდა. ამ ეტაპზე მაშველები ტრაილერიდან მძღოლის ამოყვანას ცდილობენ. 

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფება. 

 

წყარო: აჭარის მაუწყებელი