2008 წლის ომმა საქათველოს ეკონომიკაზე და მათ შორის, ვალუტაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა - არჩილ თალაკვაძე

18:06 07-10-2019
13

„2008 წლის და შემდეგი წლის მაკროეკონომიკური პარამეტრების და აშკარად ნახავთ რა ნეგატიური გავლენა მოახდინა ამ ომმა და ამ სიტუაციამ საქათველოს ეკონომიკაზე და მათშორის ვალუტაზე“ - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მე კიდევ ერთხელ გთხოვდით თქვენ და ექსპერტებს და საზოგადოებას, რომ ნახოთ 2008 წლის და შემდეგი წლის მაკროეკონომიკური პარამეტრების და აშკარად ნახავთ რა ნეგატიური გავლენა მოახდინა ამ ომმა და ამ სიტუაციამ საქათველოს ეკონომიკაზე და მათშორის ვალუტაზე. რომ არა ჩვენი პარტნიორების მხრიდან ოთხ მილიარდ დოლარზე მეტი დახმარების უზრუნველყოფა, რეალურად ქვეყანა მაშინ დადგებოდა ეკონომიკური კატასტროფის წინაშე. პარალელების გაკეთება 2008 წლის ომთან უადგილოა. დღეს რა ვითარებაც გვაქვს, არის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის პროვოკაცია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ხელისუფლებას აქვს მაქსიმალური კონტროლი ვითარებაზე და ვინც წითელ ხაზებს გადაკვეთს, მიღებს კანონისმიერ პრინციპულ პასუხს. ჩვენ არ ვაპირებთ შევაფერხოთ ქვეყნის განვითარების პროცესი, რომელიმე მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, თუ საერთაშორისო ურთიერთობები. სახელმწიფო ძალიან მალე გააგრძელებს ნორმალურ ფუნქციონირებას“ - თალაკვაძე ეკონომიკურ ვითარებასა და ლარის კურსზე.

თალაკვაძემ ასევე 4 ივლისის და შემდგომ განვითარებულ  მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენებმა ზიანი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას.

თითქოს ეს პროცესი იყო დეოკუპაცია, სინამდვილეში რა შედეგები მიიღო ქვეყანამ დავინახეთ დარტყმა მიიღო ვალუტამ, დარტყმა მიიღო საქართველოს ეკონომიკამ და საფრთხე დაემუქრა იმ ძირითად და ყველაზე მნიშვნელოვან ინტერესებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ამ მოვლენების შეფასება დღეს აღარ არის რთული. სინამდვილეში ეს ყველაფერი მოემსახურა იმას, რომ საქართველომ მიიღო ზიანი, გაუაზრებელი, პროვოკაციული მოქმედებებისგან, რომელიც კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაგეგმა და განახორციელა.ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველო გახდეს აგრესიული დღის წესრიგის მძევალი“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი