„როგორ ხასიათზე უნდა ვიყო, რომ ანდრიასთან შეხვედრამ არ გამაბედნიეროს“ - ქეთი გომართელი

17:25 07-10-2019
13

ქეთი გომართელმა მეგობრის, ნიკა ხაჩიძის ინიციატივით პროექტი წამოიწყო - ძველი ჰიტების ახლებურ ვერსიებს წერს. 12 სიმღერის ჩაწერის შემდეგ ალბომის გამოშვება აქვს დაგეგმილი. უკვე სამი სიმღერა ჩაწერა. სხვათა შორის, „მარაოზე“ „სახის“ „როგორ მინდა მოგეფეროს“ ქეთისეული ვერსია დიდი პოპულარობით სარგებლობს. პოპულარულია ლექს-სენისა და ქეთის დუეტიც „გესმოდეს“. ახლახან მომღერალმა გიგა აგლაძის „ლამაზი დღე“ ჩაწერა. ამჯერად პარტნიორად ანდრია გველესიანი აირჩია. ანდრიასთან დუეტის იდეა ნიკა ხაჩიძეს ეკუთვნის. 

width=600

„ლამაზი დღე“ ძალიან გემოვნებიანი, დახვეწილი და გამორჩეული იყო იმ დროს შექმნილი სიმღერებისგან. ჩემთვის ნათელ, ლამაზ და პოზიტიურ პერიოდთან ასოცირდება და უკავშირდება სიყვარულს, ჩემი ცხოვრების სასიამოვნო მოვლენას. ამოჩემებულად ვუსმენდი, ძალიან ხშირად. და დღემდე ასეა“ – „პრაიმტაიმთან“ ამბობს ქეთი. 

სიმღერა გიგა აგლაძის და ჯგუფ Wind-ის შესრულებით 2001 წელს პოპულარობით სარგებლობდა. მას შემდეგ სიმღერის რემიქსი ბევრმა ჩაწერა, მათ შორის - გიგამაც. ქეთი გომართელის და ანდრია გველესიანის ვერსიით ავტორი უკმაყოფილო არ ჩანს. 

width=600

გიგა აგლაძე: ბევრჯერ იმღერეს ეს სიმღერა, მაგრამ ყველა ვერსია იყო იმის დაკოპირების მცდელობა, რასაც მე ვმღეროდი. ამ ვარიანტში არ არის დაკარგული სიმღერის პირვანდელი სახე, მაგრამ ახალი ელემენტებით არის დატვირთული. 

ქეთი გომართელი „პრაიმტაიმთან“ საუბარში ახალი დუეტის მეწყვილეს აქებს და ამხელს, რატომაც გააკეთა მასზე არჩევანი. 

width=600

ქეთი გომართელი: - არჩევანი სხვაზე ვისზე უნდა გამეკეთებინა, თუ არა ანდრიაზე? მისი თაობის მომღერლებს შორის ყველაზე გამორჩეული, ღრმა და საინტერესო მომღერალი და მუსიკოსია. უსაზღვროდ ნიჭიერია და ვაფასებ. მასთან მუშაობა კომფორტულია. ფუტკარივით შრომობს და აბსოლუტურად ორიენტირებულია პროგრესზე. საოცრად პოზიტიურია. როგორ ხასიათზე უნდა ვიყო, რომ ანდრიასთან შეხვედრამ არ გამაბედნიეროს. იუმორი აქვს. უზომოდ კეთილია. კომუნიკაბელურია. რაღა დავამატო?

ჩვენი კონტრასტული ხმები ერთმანეთს მოუხდა. დახურულ ჩვენებაზე ვინც მოისმინა, ყველამ აღიარა, რომ ახალი, საინტერესო ვერსიაა. გიგა აგლაძის აზრი იყო ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, მან დადებითად შეგვაფასა. ამ დუეტით ბედნიერი და ამაყი ვარ და მადლობას ვუხდი ყველას თანადგომისთვის. 

სექტემბრისთვის სიმღერაზე კლიპის გადაღებას ვაპირებთ. 

width=600

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე