ნიკა გვარამია - ბოდიში ნაბეღლავს და სიყვარულს ვუდასტურებ

16:45 07-10-2019
1136

ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კომპანია „ნაბეღლავს“ ბოდიშს უხდის. ნიკა გვარამიას თქმით, „ნაბეღლავი“ ქვეყანაში ყველაზე სწორი და მარკეტინგულად გამართული პროდუქტია.

„გუშინ, აქცენტებში, შემთხვევით წამომცდა ბორჯომთან ერთად ნაბეღლავიც. არადა, მგონი, ქვეყნის ყველაზე სწორი და მარკეტინგულად გამართული კომპანიაა, თან პატრიოტი მფლობელებით. ხოდა, ბოდიში ნაბეღლავს და სიყვარულს ვუდასტურებ. ნაბეღლავი ჯობია!“ - დაწერა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ გუშინ გადაცემა „აქცენტებში“ ის ქართული კომპანიები გააკრიტიკა, რომელიც ექსპორტზე რუსეთის ფედერაციაში გადის.

„გავკარი ბორჯომსაც და ღვინოსაც. რას ნიშნავს, პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია. ძალიან დიდი ბოდიში, ქვეყანა ვართ თუ რაღაცა სავაჭრო ობიექტი. გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ, კაცო. რას შეგვ^&^* მთელ ერს. ლამის გამოხატვის უფლება აგვიკრძალეთ იმის გამო, რომ თქვენი ბორჯომი იქ ვერ შევიდეს. გადაეჯ*&^ უკრაინაში და იქ გაყიდეთ ეს ბორჯომი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.