თამარ ხულორდავა - არ ავყვეთ რუსეთს ამ სახიფათო თამაშში

16:09 07-10-2019
27

არ ავყვეთ რუსეთს ამ სახიფათო თამაშში, - ასე ეხმაურებაქართული ოცნებისდეპუტატი თამარ ხულორდავა ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებას ფეისბუქისოფიციალურ გვერდზე

როგორც თამარ ხულორდავა წერს, საქართველოს საზღვრები საერთაშორისო თანამეგობრობის მიერაა აღიარებული და ეს ჩვენმა პარტნიორებმაც იციან.

პუტინის პოზიცია ვინმესთვის სიახლეა? არ ავყვეთ რუსეთს ამ სახიფათო თამაშში. საქართველოს საზღვრები აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ეჭვქვეშ დაყენება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ეს საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს მთელს კონტინენტზე. ჩვენ ვიცით, რა არის სიმართლე. ეს ჩვენმა პარტნიორებმაც იციან“, - წერს თამარ ხულორდავა.

შეგახსენებთ, როგორც პუტინმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, „პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია“.