ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაცია ვირებზე ძალადობას აპროტესტებს

14:41 07-10-2019
87

ცხოველების უფლებადამცველი ორგანიზაცია PETA სანტორინის მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას ვირებისადმი ძალადობაში ადანაშაულებს.

 

Deutsche Welle- ინფორმაციით, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გადაშენების პირას მყოფი ვირის სახეობებს კუნძულზე მძიმე ტვირთისა და ტურისტების ტრანსპორტირებისთვის ჯერ კიდევ იყენებენ, მიუხედავად უამრავი რეპორტაჟისა.

PETA-ში ადგილობრივ ხელისუფლებას ავტობუსებსა და ტაქსებზე განთავსებული სარეკლამო კამპანიისვირები ტურისტებისგან იტანჯებიან, გთხოვთ ვირზე არ შეჯდეთშეწყვეტისთვისაც კრიტიკებს.

ცხოველთა დამცველების ბრალდებებამდე ერთი წლით ადრე სანტორინის ხელისუფლებას საერთაშორისო კრიტიკისა და აქციების შემდეგ სხვადასხვა ნაბიჯის გადადგმა მოუწია, მათ შორის აიკრძალა ვირის საშუალებით მძიმე ტვირთის გადატანა.