„ამ ქართველებს ყველაფერი დიდი და გრძელი აქვთ“ - რამ გააოცა ქსენია სობჩაკი საქართველოში სტუმრობისას?

12:34 07-10-2019
27160

ბოლო დღეებში საქართველო კიდევ ერთხელ გახდა რუსი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეტევის სამიზნე. ზოგი იქამდეც კი მივიდა, რომ თბილისის თავზე რუსული დროშის აფრიალების სურვილს დაუფარავად გამოახატავდა და საქართველოს, უკრაინასთან ერთად, არშემდგარ სახელმწიფოდ მოიხსენიებდა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ სიმპატიებს არასდროს მალავდნენ.

რუსეთში მორიგი ანტიქართული ისტერიის ფონზე შეგახსენებთ მცირე ამონარიდს ჟურნალ GQ-ში ქსენია სოკოლოვასა და ქსენია სობჩაკის მიერ 2010 წელს გამოქვეყნებული სტატიიდან, რომელიც საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს და ავლაბრის რეზიდენციაში სტუმრობას ასახავს.

 მოხდენილი ლამპრების გარდა, კაბინეტი მორთული იყო ილია ჭავჭავაძის პორტრეტით, რონალდ რეიგანის ბიუსტით, წმინდა გიორგის ქანდაკებითა და სპილო განეშითბუდისტების მხიარულებისა და უზრუნველობის სიმბოლო. ოჯახური პორტრეტის დემონსტრირების შემდეგ სააკაშვილმა სასახლეში ბლიცექსკურსია მოგვიწყო.

 

ჩვენ ვიყავით საჩუქრების მუზეუმში, სადაც არაბი შეიხის საჩუქარიოქროს ფეხებზე დადგმული ხმალი ვნახეთ და ჯორჯ ბუშის ნაჩუქარი ბოტასები. – ზომა არ მომერგო, – ასე ახსნა პრეზიდენტმა ბოტასების მუზეუმში არსებობა.

პრეზიდენტის სასახლე საკმაოდ თანამედროვე აღმოჩნდა, რომელიც სულაც არ იყო მეფურად პომპეზური. მთავარი შესასვლელიდან თბილისის ფართო ხედები იშლებოდა.

ეს რა არის? – თითით შუშის რაღაც კონსტრუქციისკენ მივანიშნე, რომელიც ღამე განათებული იყო.

ეს ფეხით გადასასვლელი ხიდია, რომელიც ევროპაში ყველაზე გრძელია.

მოკლედ, ამ ქართველებს ყველაფერი დიდი და გრძელი აქვთჩაიბურტყუნა სობჩაკმა (რამდენიმე ხნის წინ ზურაბ წერეთელთან ვიყავით).

შესასვლელთან დაჯავშნულიმერსედესიგამოჩნდა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩვენ უკან ჩაგვსვა, თავად კი წინ დაჯდა. კარგად განათებული ჯორჯ ბუშის ავენიუთი აეროპორტისკენ გავეშურეთ. როგორც აღზრდილ ახალგაზრდა ლედის შეეფერება, შევეცადეთ, მაღალი წრის საუბარი გაგვება.

ისე, საინტერესოა, რა იქნება, თუ სწორედ ახლა რუსები თქვენზე ტერაქტს განახორციელებენ... აქ კი ჩვენ ვართ...

- ნუ გეშინიათ, გოგონებო, თქვენებმა არ იციან, google.map-ის ხმარება, – დაგვამშვიდა პრეზიდენტმა.

და ასე რატომ თვლით? – რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელების გამო გავბრაზდით.

როცა ისინი ომის დროს თბილისის საავიაციო ქარხანას ბომბავდნენ, მის კოორდინატებს სატელევიზიო რეპორტაჟებიდან იგებდნენ. ჩვენები აცხადებდნენ, რუსებმა ააცილეს და ქარხანა ისევ უვნებელიაო. შემდეგ ისინი კიდევ ბომბავდნენ და ისევ უშედეგოდ. მე დავურეკე იმ არხს და ვითხოვე, ქარხანაზე არაფერი ეთქვათ, ასე შევინარჩუნეთ ის ქარხანა.

სიჩქარე არც კი შეუნელებია, ისე შევფრინდით ასაფრენ ბილიკზე და საპრეზიდენტო ჯეტამ ტრაპთან მკვეთრად დაატორმუზა. ეს იყო მცირე ზომის, მაგრამ სრულიად ახალი Challenger. ჩვენ ტრაპზე ავედით და რძისფერ ტყავის სავარძლებში მოვკალათდით.

ვისკი, – განკარგულება გასცა პრეზიდენტმა და მას ბროლის ჭიქა მიართვეს.

ეს ხანმოკლე, მაგრამ დაუვიწყარი ფრენა იყო, ჩვენ მთებზე მივფრინავდით. სობჩაკი ამასობაში ფერმკრთალდებოდა და სააკაშვილმა უსაფრთხოების ღვედი შეიკრა.