ქობულეთში, ზღვაზე პარაშუტის ავარიული დაშვებისას 2 გოგო დაშავდა (ვიდეო)

11:37 07-10-2019
83

ქობულეთის სანაპიროზე პარაშუტი წყლის ნაცვლად, პლაჟზე დაეშვა. 

აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, ავარიული დაშვების დროს 2 გოგო დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს, რომლებმაც დაშვებულები საავადმყოფოში გადაიყვნეს.  

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველები იძიებენ ხომ არ დაირღვა 275 მუხლი, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.