6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

11:29 07-10-2019
13

6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.  

“2019 წლის ექვსი თვის წინასწარი მონაცემებით, შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურობიდან შეადგინა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი, რაც 95.4 მილიონით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (ზრდა +7%).

ივნისის თვეში შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურობიდან შეადგინა 340 მილიონი აშშ დოლარი, რაც 14.6 მილიონით მეტია 2018 წლის ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +4.5%). “ - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.